03, სექტემბერი 2021 18:00:00
უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთშიც. სტიქიის ზონაში ქარბორბალამ სახლებს სახურავები გადახადა, დატბორილია ქუჩები და სახლები. მდინარე აჭყვამ გელაურის დასახლებაში ეზოებში შეაღწია. დაზიანებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა. სოფელ ქობულეთში, კი მეწყრული პროცესების შედეგად ხე წაიქცა და გზა ჩაიკეტა. მიწის მასა ჩამოწვა, მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებშიც. მერიაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის უწყებაში 50-მდე შეტყობინებაა შესული. მათივე ინფორმაციით, მიმდინარეობს დამეწყრილი ტერიტოტიების შესწავლა. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა ნაწილ სოფლებში აღდგენილია.