13, ოქტომბერი 2021 21:18:00
შიში, რომ სახლი ნებისმიერ დროს ჩამოინგრევა ყოველდღიურად იზრდება. ბლოკებს შორის, დამაკავშირებელ ბოძებზე ბზარები უფრო და უფრო ფართოვდება. სახლის მეპატრონე ამბბს, რომ საყრდენი კედელი შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.
სახლს, ფანჯრები, იატაკი და ჭერიც ამორტიზებული აქვს. როგორც ბესო ქოქოლაძე გვიყვება, წვიმის დროს, აქ გაუსაძლისი მდგომარეობაა, ამბობს, რომ შენობის ყველა კუთხიდან წყალი ჩამოდის.
განსაკურთებული საჭიროების მქონე, მარტოხელა კაცი სოციალურად დაუცველთა ბაზაში ირიცხება. სახელმწიფოსგან მიღებული დახმარება საკვებისთვისაც არ ჰყოფნის. სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით, მუშაობას ვერ იწყებს. მის გაუსაძლის მგომარეობაზე კარგად იციან მეზობლებმაც.
როგორ დაეხმარება ხელვაჩაურის მერია, განსაკუთრებული საჭიროების მქონე მარტოხლა, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ კაცს? ხელვაჩაურის მერის მოადგილეს, თემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ვესაუბრეთ, კახა ფუტკარაძემ გვითხრა, რომ მოგვიანებით დაგვიკავშრდებოდა, თუმცა, დღეს მან ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.