28, იანვარი 2017 11:26:00
ბათუმში მთელი დღის განმავლობაში საავტომობილო გზებს რამდენიმე ერთეული ტექნიკა წმენდდა. პარალელურად გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურის წარმომადგენლები ხეებს თოვლისგან ანთავისუფლებდნენ. ინტენსიური თოვის შედეგად, ქალაქში მნიშვნელოვანი პრობლემები არ შექმნილა. ბათუმის მერიაში განმარტავენ, რომ ამინდის გაუარესების შემთხვევაში დამატებითი ტექნიკა იქნება მობილიზებული. უწყებას შეძენილი აქვს ტექნიკური მარილი, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გზებზე დაყრიან.