კვირა 22, ოქტომბერი 2017

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა

12, ოქტომბერი 2017 14:07:00

საქართველოს პრეზიდენტმა 226 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, საპატიმროს დღეს 141 მსჯავრდებული დატოვებს. შეწყალებულთა შორის ერთი უვადო პატიმრობაში მყოფი პირია, რომელიც, მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.