08, დეკემბერი 2017 14:07:00
დღეიდან სახალხო დამცველი პოსტზე უფლებამოსილების შესრულებას ნინო ლომჯარიამ შეუდგა. რიგით მეხუთე ომბუდსმენის თანამდებობაზე ხუთი წლით აირჩიეს. ნინო ლომჯარიამ უჩა ნანუაშვილი შეცვალა, რომელსაც უფლებამოსილების ვადა გუშინ ამოეწურა. ახალი სახალხო დამცველი ლომჯარია, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი აუდიტორის მოადგილედ მუშაობდა, მანამდე კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი და „ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორი იყო. მისი კანდიდატურა სამოქალაქო სექტორმა დაასახელა, რის შემდეგაც ლომჯარია სახალხო დამცველად „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.