12, დეკემბერი 2017 14:10:00
შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მომსახურების სააგენტო დეკემბრის ბოლომდე მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადადის. უწყებამ გადაწყვეტილება მართვის მოწმობის შეცვლის მსურველთა დიდი რაოდენობის გამო მიიღო - შესაბამისად, სამუშაო დღეებისა და საათების რაოდენობა იზრდება. 11 დეკემბრიდან რეგიონების ფილიალები უკვე გადავიდნენ საგანგებო რეჟიმზე და მოქალაქეებს შაბათს 09:30 საათიდან 22:00 საათამდე მოემსახურებიან, ხოლო კვირას - 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება 2006 წლის 1 აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ ეხება მართვის მოწმობის თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.