15, დეკემბერი 2017 14:00:00
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა ტენდერის გზით, 200 ცალი ჟილეტი და 4000 საწვიმარი ლაბადა 38 999 ლარად შეისყიდა. სწორედ ეს თანხა შესთავაზა მომსახურებისთვის უწყებას გამარჯვებულმა კომპანიამ. ამ ეტაპზე შპს „დავით 2014“-ის შეთავაზებული პირობების შესწავლა მიმდინარეობს. პირობის თანახმად, ჟილეტის მასალა უნდა იყოს - ქარგაუმტარი, წყალგაუმტარი და დამათბობელი შიგთავსით. პრეტენდენტს 2014 წლიდან დღემდე პერიოდში არანაკლებ 100 000 ლარის ჯამური ღირებულების მომსახურებაზე, მათ შორის არანაკლებ ერთი მომსახურება გარედან ჩასაცმელი ტანსაცმლის დამზადება მიწოდებაზე ან მსგავსი პროდუქციის ბრენდირების და მიწოდების გამოცდილება უნდა ჰქონოდა.