11, თებერვალი 2017 12:39:00
საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა დღეს ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში. ხელოვანები ბათუმელი დემეტრე ბაგრატიონის დასახმარებლად შეიკრიბნენ. 2 წლის დემეტრე ჰიდროცეფალიითაა დაავადებული და მას შესაბამისი მკურნალობა ესაჭიროება. საქველმოქმედო ღონისძიებაში ადგილობრივებთან ერთად, გურიის ფოლკლორული ანსამბლები და თბილისიდან მოწვეული ინდივიდუალური შემსრულებლებიც მონაწილეობდნენ. აქცია-კონცერტი ანსამბლ “ ალილოს“ ორგანიზებით მოეწყო.