30, დეკემბერი 2016 08:10:00
ერთი მსოფლიო და ევროპის რამდენიმე ჩემპიონი- ასეთია მკლავჭიდში, რეგიონის მიმდინარე წლის მიღწევა. აჭარის მკლავჭიდის ფედერაციამ დღეს წლიური ანგარიში წარმოადგინა. გივი მამულაძის თქმით, ბოლო პერიოდში რეგიონში გაზრდილია სპორტული წარმატებები და ამ მიმართულებით დაინტერესებული სპორტსმენების რაოდენობა. შეხვედრაზე ფედერაციის ხელმძღვანელმა სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მამულაძის განცხადებით, 2017 წელს მკლავჭიდის ფედერაცია მუნიციპალიტეტებში მუშაობის გააქტიურებას იწყებს.