03, ივლისი 2018 14:02:00
სარფის საბაჟოსა და ნინოწმინდის გამშვებ პუნქტზე, ასევე ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყანაში უკანონოდ შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, სომხეთის, საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული114 აბი და 55 კაფსულა, ნარკოტიკული 64 აბი და 26 კაფსულა ნივთიერების შემცველობის მედიკამენტები და ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინეს. საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.