21, სექტემბერი 2018 20:10:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ოთხი ფაქტი გამოავლინეს. გამოძიებით დადგინდა, რომ სამეგრელოს, ქვემო ქართლის და აჭარაში დანაშაულში მხილებული პირები, შემდგომი რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა დასახელების, საერთო ჯამში 4 211 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო საქონლის საერთო საბაზრო ღირებულება 20 000 ლარს აღემატება.