28, თებერვალი 2017 20:20:00
დემოკრატიისა და ლიბერალური საზოგადოების ღირებულებებით საქართველოს შეუძლია რუსეთის აგრესიას გაუძლოს და განვითარდეს- ამის შესახებ დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე სტრატეგიული დისკუსიის დროს განაცხადა. შეხვედრის მიზანს უსაფრთხოების სექტორისათვის ისეთი ინკლუზიური ფორმატის შეთავაზება წარმოადგენდა, რომელშიც პროფესიული განხილვების შედეგად გამოთქმული მოსაზრებები და რეკომენდაციები იქნება წარმოდგენილი. დისკუსიაზე იმსჯელეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე, საქართველოს როლზე შავი ზღვის აუზის ქვეყნების სტაბილურობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ევროატლანტიკური სივრცის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათთან გამკლავების გზებზე.