ოთხშაბათი 12, დეკემბერი 2018

ქობულეთში, მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება იგეგმება

06, დეკემბერი 2018 14:04:00

ქობულეთში,  შესაძლოა პროექტი „მწვანე ქალაქი“ განხორციელდეს. ამის შესახებ ცნობილი ჩეხეთის საელჩოში გამართულ პრეზენტაციაზე გახდა. მსხვილი საინვესტიციო პროექტის განხორციელება 190 ჰექტარ მიწაზე იგეგმება.  მულტი ფუნქციური პროექტი  მაღალი კლასის სასტუმროს, ერთ-ერთ ყველაზე  დიდ სპა ცენტრს ევროპაში, აპარტამენტებს, ვილებს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, გოლფის მოედანს, ველობილიკებს და საბავშვო მოედნებს მოიცავს.  ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბიზნეს პრეს ნიუსი" ავრცელებს. 

ავტორი(ები)

341