ხუთშაბათი 19, სექტემბერი 2019

ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა დეველოპერების გამოფენა

07, დეკემბერი 2018 20:30:00

 სამშენებლო სფეროში დანერგილი სიახლეები და მშენებლობისთვის საჭირო ინვენტარი, ბათუმი  სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-8 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს.

პროდუქცია, რომელიც ამ სივრცეშია გამოფენილი სამშენებლო კომპანიამ ფართო აუდიტორიის წინაშე წელს პირველად წარადგინა. თანამედროვე  საყალიბე სისტემა მშენებლობის პროცესს ამარტივებს. კომპანიამ პროდუქცია პოპულარიზაციისა და მომხმარებლების ინფორმირების მიზნით წარმოადგინა. 

სამშენებლო მასალებისა და დეველოპერების მე-8 საერთაშორისო გამოფენა დღეს ოფიციალურად, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. აჭარის მთავრობის თავჯდომარეს მიაჩნია, რომ მსგავსი ტიპის ღონისძიება რეგიონისთვის მნიშვნელოვანია. 

კომპანია „geo net expo” გამოფენაში მონაწილე კომპანიებს საშუალებას აძლევს, ფართო საზოგადოებას თავიანთი პროდუქცია გააცნონ. გამოფენაზე ახალი ტექნოლოგიები, სამშენებლო მასალები,დანადგარები, ასევე, ინტერიერისა ექსტერიერის დიზაინის ნიმუშები იყო წარმოდგენილი.

ბათუმის მე-8 საერთაშორისო სამშენებლო მასალებისა დეველოპერების გამოფენაში ადგილობრივებთან ერთად, უცხოური კომპანიებიც მონაწილეობდნენ. აქ მისულ ვიზიტორებს სამშენებლო სფეროში დანერგილი სიახლეების გაცნობა შეეძლებათ. გამოფენა სასტუმრო „ეუფორიაში“  კვირას საზეიმოდ დაიხურება.  


დღის ამბები