11, დეკემბერი 2018 17:03:00
რა ევალებათ და რა ეკრძალებათ კომერციულ ობიექტებს? – კომპანია „ბათუმის წყლის“ წარმომადგენლებმა „წყლის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებების შესახებ საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართეს. წარადგინეს ის ნორმები, რომლებსაც რეგლამენტი ითვალისწინებს. მომხმარებლებს წყალარინების სისტემაში დაბინძურებული წყლების, რადიოაქტიური, ასევე, კოროზიის გამომწვევი ნივთიერებების, მხსვილფეხა, ან წვრილფეხა პირუტყვის ნარჩენების ჩაშვება, სისტემის დაზიანება ეკრძალებათ. პირობების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირი - 400 ხოლო იურიდიული პირი - ათასი ლარით დაჯარიმდება. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.