21, დეკემბერი 2018 14:03:00
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, რეგიონში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლებს დააჯილდოებს. „მაგნოლია 2018“ 24 დეკემბერს ჩატარდება. სწორედ ამ დღეს გამოვლინდება კვებისა და განთავსების, ასევე ის ტურისტული მარშრუტები, მუზეუმები და სხვას ობიექტები, რომლებმაც მომხმარებლების ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება დაიმსახურეს. ტურისტების გამოკითხვა ონლაინ და რეგიონში არსებულ ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და ტურისტულ ადგილებში მიმდინარეობდა. საუკეთესო სერვისის მიმწოდებლების დაჯილდოების ღონისძიება „მაგნოლია“ აჭარაში 2015 წლიდან იმართება.