28, დეკემბერი 2018 17:07:00
ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტი 31 მილიონ 236 ათას ლარზე მეტია. ტურისტული ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი გასულ წელთან შედარებით 4 მილიონითაა გაზრდილი მომდევნო წლისთვის მუნიციპალიტეტის ძირითადი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია. იგეგმება სანაპირო ზოლში ახალი პარკის მშენებლობაც, სპორტული მოედნების მოწყობა, ასევე, კულტურის განვითარების ხელშეწყობა. ტრანსფერის სახით 15 მილიონი ლარი გამოიყოფა კაპიტალურ პროექტებზე, რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებს, მათზე 900 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება. ქობულეთის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მხარი არ დაუჭირა. ბონდო თედორაძის ინფორმაციით, ბიუჯეტის პროექტი არ პასუხობს მოსახლეობის საჭიროებებს.