08, თებერვალი 2019 17:12:00
მაუწყებლის წილის იძულებით აუქციონზე გასხვისებისას, წილების შეძენა ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ პირებსაც შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში, კანონი, მაუწყებლისთვის ლიცენზიის ჩამორთმევას და ავტორიზაციის გაუქმებას გულისხმობს. საქმეზე სარჩელი საკონსტიტუციო სასამრთლოში, „შპს სტერეო+“-ის, ლუკა სევერინის, ლაშა ზილფიმიანის და რობერტ ხახალევმა შეიტანეს. მოსარჩელე მხარე მიიჩნვეს, რომ რეგულაცი,ა საკუთრების უფლებასა და გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს. სასამართლომ მოსარჩელეთა შუამდგომლობა დააკმაყოფილა და, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეაჩერა იძულებით აუქციონზე, მაუწყებლის წილის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პირის მიერ შეძენის შესაძლებლობის ნაწილი.