08, თებერვალი 2019 17:10:00
ქობულეთში ბეჟანიძეების 8 წევრიანი ოჯახი გამოსახლებას კიდევ ერთხელ გადაურჩა. პროცესის დაწყებამდე ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. თამარ მეფის 90 ნომერში მდებარე სახლში, ახალი მეპატრონე აღსრულების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მივიდა. გიორგი სლანოვი შენობის დაცლას და კუთვნილი ქონების ჩაბარებას ითხოვს. სახლი 138 ათას დოლად გაიყიდა, ახალი მეპატრონე კი კუთვნილი ფართის სანაცვლოდ, ძველ მესაკუთრეს, 350 დოლარს სთხოვს. ადგილზე ქობულეთის მერიის წარმომადგენლები, უფლებადამცველები და ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები იმყოფებოდნენ.