12, თებერვალი 2019 17:12:00
„საქართველოს მოქალაქე აკაკი თოიძე პარლამენტის წინააღმდეგ“, საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს. გასაჩივრებული ნორმა საქართველოს საერთო სასამართლოს მოსამართლეთა კომპენსაციის გაანგარიშების წესს ადგენს. სადავო ნორმით კომპენსაციის გაცემის ერთ-ერთი საფუძველი პირის მიერ 65 წლის ასაკს მიღწევაა. ამის საფუძველი სავალდებულო გახდა 2006 წლიდან, მოსარჩელეს კი უფლებამოსილების ვადა 2004 წელს ამოეწურა, რის გამოც მოსარჩელემ არ ისარგებლა კომპენსაციის დანიშვნის შესაძლებლობით. თოიძის განცხადებით, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფება იმ პირებთან, რომელთაც 2006 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი კანონით დაენიშნათ კომპენსაცია და კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, შეუნარჩუნდათ იგი.