15, თებერვალი 2019 17:03:00
მართლმადიდებლური სამყარო დღეს მირქმის, უფლისადმი მიგებების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, ტაძრებში წირვა - ლოცვა აღევლინა. ეს უფლის დღსასწაულთაგან ერთ -ერთი უდიდესია. სახარების თანახმად, ამ დღეს იესო ღვთისმშობელმა მარიამმა და მართალმა იოსებმა ტაძრად მიიყვანეს, რათა უფლისთვის ძღვენი შეეწირათ. ტაძარში მიყვანილი იესო, წმინდა სვიმონ ღვთისმიმრქმელმა იცნო, კრძალივით მიეგება და მკლავზე მიირქვა.