18, მარტი 2019 20:02:00
ოსტატი ხელვაჩაურიდან, რომელიც ხელნაკეთ ნივთებს 5 წლის ასაკიდან ქმნის. ნაკეთობები ქართულ-ტრადიციულ მოტივებზე და ბავშვობის დროინდელი ოცნება, რომელიც აქტუალობას 57 წლის ასაკშიც არ კარგავს. როგორ იქმნება რკინის და ხის კონსტრუქციები?
რევაზ ბასილაძე ხელნაკეთ ნივთებს 5 წლიდან ქმნის. სხვადასხვა ტრადიციულ და სახასიათო ტიპის ნაკეთობებს ძირითადად ხისგან და რკინისგან ამზადებს. დღემდე არცერთი მათგანი არ გაუყიდია.
ყველაზე კარგად თავს სახელოსნოში გრძნობს, აქ იმ ნივთებს ქმნის, რომლებითაც სხვადასხვა გამოფენებზე თავს იწონებს. ძირითადად ნივთები ქართულ-ტრადიციული ხასიათისაა. ხელოვანის თქმით, ნამუშევრები განსაკუთრებით ტურისტების ინტერესს იწვევს.
სოფელ აგარაში მცხოვრებ 57 წლის ოსტატს ნივთების შექმნაში პატარა საბაც ეხმარება. ბაბუა და შვილიშვილი ესკიზსაც და ნაკეთობასაც ერთობლივად ჰქმნიან. რევაზ ბასილაძისთვის სინანულს იწვევს ის ფაქტი რომ, საქართველოში ხელოვნება ჯერ კიდევ სამოყვარულო დონეზეა. იმედოვნებს, რომ მომავალ თაობას თავიანთი ნიჭის გამოსავლენად, ბევრად მეტი შესაძლებლობები ექნებათ.
20 წლის წინ შეძენილი დანადგარით რკინის კონსტრუქციებსაც ქმნის. რამდენიმე მათგანი წლების წინ გააჩუქა. მისთვის რკინაზე მუშაობა სირთულეს არ წარმოადგენს.
რევაზ ბასილაძე ნებისმიერ მსურველს ხელობას დღემდე უსასყიდლოდ ასწავლის. მიაჩნია, რომ მთავარი ახალგაზრდების დაინტერესება და სურვილია.