25, მარტი 2019 17:07:00
ბავშვები, რომლებსაცა 31 დეკემბრის ჩათვლით 6 წელი შეუსრულდებათ, შესალოა პირველ კლასში სწავლა შეძლონ. ამ შინაარსის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენეტში პეტიცია შევიდა. დოკუმენტს 402 მოქალაქე აწერს ხელს. ისინი ,,ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას ან გამონაკლისის დაშვებას ითხოვენ. მიიჩნევენ, რომ არსებული კანონით უამრავი ბავშვის უფლება იზღუდება. საკითხს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი განიხილავს.