25, მარტი 2019 17:05:00
ბათუმში, შემოვლითი გზის მშენებლობა გრძელდება. ამ ეტაპზე გზის თოთხმეტ კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა მიმდინარეობს. ასევე ხორციელდება წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მოწყობა . პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 2 გზის, 19 სახიდე გადასასვლელისა და 5 გვირაბის მშენებლობა. პროექტის შედეგად, აჭარის საკურორტო ზონაში სრულად უნდა განიტვირთოს მოძრაობა, რამაც სატრანზიტო ტვირთბრუნვის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. პროექტის ღირებულება 330 მილიონამდე ლარს შეადგენს.