ოთხშაბათი 21, აგვისტო 2019

აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

19, აპრილი 2019 17:09:00

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას. ამის შესახებ გამოცემას ინფორმაცია ორმა წყარომ დაუდასტურა. მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. იგი უსკოს წევრია. 2012-2013 წლებში იყო უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- თავისუფალი დემოკრატების'' მოწვეული სპეციალისტი. 2013-2014 წლებში მუშაობდა აჭარის  ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში. იყო  საზოგადოებრივი მაუწყებლის, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საავტორო გადაცემა ,,ეკონომისტის'' წამყვანი.  პროცედურების თანახმად, 10 დღეში ახალი დირექტორის შესარჩევად კონკურსი გამოცხადდება. ვიდრე მრჩეველთა საბჭო ტელევიზიის ახალ დირექტორს შეარჩევს, მოვალეობას ნათია ზოიძე შეასრულებს.

ავტორი(ები)

937