16, მაისი 2019 17:06:00
აბიტურიენთთა ინფორმირებულობის მიზნით, ბათუმში ღია კარის დღე გაიმართა. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ შეხვედრას ბათუმის 40-მდე სკოლის აბიტურიენტი და მასწავლებლები ესწრებოდნენ. ერთიანი ეროვნული გამოცდები ივლისში დაიწყება. რეგისტრირებულია 41 ათასამდე აბიტურიენტი. მათ პროგრამების შეცვლა და დამატება აპელაციების შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით შეეძლებათ.