კვირა 22, სექტემბერი 2019

დღეს ამაღლებაა

06, ივნისი 2019 17:18:00

მართლმადიდებლური სამყარო  დღეს მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლება აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია-მონასტრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება. სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა, აღდგომიდან მე-40 დღეს კი ქრისტემ თავისი მოწაფეები ბეთანიის ელეონის მთაზე მიიყვანა, ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა. კურთხევისას, მაცხოვარი თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება დაიწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

 

ავტორი(ები)

176

დღის ამბები