28, ივნისი 2019 20:39:00
სოფელი ხელვაჩაურში, რომელიც წელსაც წყალმომარაგების გარეშე დარჩება. სალიბაური მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში მიმდინარე წელსაც არ გაითვალისწინეს. ფინანსური დოკუმენტში ცვლილებებს მხარი დეპუტატებმა დღეს დაუჭირეს. თინათინ ჭკუასელი დაეწრო სხდომას და დეტალებს მისი სიუჟეტიდან გაიგებთ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში ცვლილებებია. ფინანსური დოკუმენტი 209 ათას 742 ლარით იზრდება. ცვლილებას მხარი დეპუტატებმა საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაუჭირეს. რა მიმართულებებით გადანაწილდება თანხები?
(დღესვე გადაწყდა, რომ განხორციელდება 9 ახალი პროექტი, სასმელი წყლის სისტემა მოეწყობა რამდენიმე სოფელში. დაიგეგმა შიდა სასოფლო გზების კეთილმოწყობაც. )
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი ფინანსური აქტივების კლებისა და ეკონომიების ხარჯზე 209 ათას 742 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტი ახლა 21 მილიონ 367 ათას 42 ლარია. დეპუტატებმა სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო და სამხედრო გაწვევის სამსახურების მიერ 2018 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშიც მოისმინეს.
730 ათას 362 ლარით იზრდება ხელვაჩაურის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილიც. მუნიციპალიტეტის მერის თქმით, თანხები ცხრა ახალ პროექტს მოხმარდება, მათ შორისაა სასმელი წყლის სისტემის მოწყობა. სოფელ განახლებაში ამისთვის 18 ათასი ლარი გამოიყო, შარაბიძეებში, კი ჭაბურღილისთვის 49 902 ათასი ლარი გაითვალისწინეს. ჩამონათვალში ვერ მოხვდა სოფელი სალიბაური.
31 ათასი ლარი სოფელ ზანაქიძეებიში სანიაღვრე არხის მოწყობას მოხმარდება, სოფელ კინრნათში სპორტული მოედნისთვის კი 32 279 ლარი დაიხარჯება. იგეგმება მინი მოედნის მოწყობა კაპრეშუმში. დაგეგმილია სოფლების: ზანაქიძეების, წინსვლის და ახალოსფლის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაციაც. სხდომაზე ახალშენში საბავშვო ბაღის მშენებლობასთან დაკავშირებითაც იმსჯელეს.
ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელი გადაწყვეტილებით შპს სილქნეტს და შპს მაგთიკომს მუნიციპალიტეტში გარე განათების ბოძები 10 წლის იჯარით გადაეცა. აჭარისწყალსა და თხილნარში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების განსათავსებლად ერთი ბოძის სარგებლობისთვის წლიური საიჯარო თანხა 2 ლარით განისაზღვრა.