02, ოქტომბერი 2019 20:50:00
ცხოვრება სასმელი წყლის და გზის გარეშე. ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბუკნარში მცხოვრებლები ადგილობრივ ხელისუფლებას არ ახსოვს. არაერთი მცდელობის მიუხედავად პრობლემები მოქალაქეებს დღემდე აწუხებთ. ეს ყველაფერი არ არის. დღეს ხელმძღვანელობა თემაზე მოქალაქეებთან სასაუბროდ მზად არ აღმოჩნდა.
ბუკნარის მოსახლეობა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვს. ყველაზე მეტად აქ მცხოვრებლებს სასმელი წყლის პრობლემა აწუხებთ. ამბობენ, რომ ონკანში წყალი კვირაობით არ მოდის. შესაბამის უწყებას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ყოველთვის იდენტურია. მიზეზად სარემონტო სამუშაოები სახელდება.
სასმელი წყლის არქონის გარდა, ბუკნარში მოუწესრიგებელი გზა და გარეგანათების არარსებობა აწუხებთ. მათი მტკიცებით, ღამით სოფლის გზაზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.
ქობულეთის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმირმაციას ფლობენ, თუმცა უწყებაში მთელი დღის განმავლობაში ვერ მოიძებნა პირი ვინც, მოსახლეობის პრეტენზიებს უპასუხებდა. სიტყვიერად განმარტეს, რომ წყალმომარაგება უახლოეს საათებში აღდგება. გზის მოწესრიგება კი მომავალი წლისთვის დასრულდება.