08, ოქტომბერი 2019 11:16:00
Instagram-ი თავის ნაკლებად ცნობილ ფუნქციებს აუქმებს. მათ შორისაა სხვისი აქტივობების გვერდი, რომელზეც შესაძლებელი იყო მომხმარებლებს ენახათ ვის ფოტოს იწონებდნენ მათ მიერ გამოწერილი ადამიანები.
Buzzfeed News-ის ინფორმაციით, კომპანია ფუნქციას იმ მიზეზით აუქმებს, რომ მას ბევრი მომხმარებელი არ ჰყავდა. Instagram-მა სხვისი აქტივობების ნახვის ფუნქცია 2011 წელს დაამატა.