31, ოქტომბერი 2019 12:02:00
სპორტული ტურიზმის განვითარების მიზნით აჭარაში გომარდულის განაშენიანების გეგმა და არქიტექტურული დიზაინი მომზადდა. პროექტი, რომელიც გომარდულის, როგორც რეგიონში ოთხივე სეზონზე სპორტული ტურიზმის კუთხით მნიშვნელოვანი ცენტრის განვითარებას ითვალისწინებს საზოგადოებას უკვე წარუდგინეს.
გომარდულის განვითარების გეგმა და არქიტექტურული დიზანი აჭარაში სპორტული ტურიზმის პოტენციალის კვლევისა და სპორტული ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მომზადების ფარგლებში გაკეთდა.
ჩატარებული კვლევის შედეგად, რომელიც მსოფლიოში წამყვანმა საკონსულტაციო კომპანია „პროპროჯექტმა“(PROPROJEKT) მოამზადა რეგიონში სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის საუკეთესო ადგილებად გომარდულთან ერთად ქობულეთი და ბათუმი შეირჩა.
აჭარაში სპორტული ტურიზმის განვითარების პროექტი, შერჩეულ ტერიტორიებზე, პროფესიული და ელიტური საწვრთნელი ცენტრების, რეკრეაციული სპორტული კურორტების მოწყობას ითვალისწინებს, სადაც სხვადასხვა საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარება იქნება შესაძლებელი.