04, ნოემბერი 2019 17:40:00
საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად დანიშნულ უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. სასახლეში გამართულ შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა პრეზიდენტს სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.