05, ნოემბერი 2019 19:10:00
ხულოდან ცოლად შერთვის მიზნით არასრულწლოვანი გაიტაცეს. ჯგუფურ დანაშაულზე პოლიციამ სამი პირი დააკავა. ბრალდებულებს 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. გამოძიების ვერსიით, ხულოს მუნიციპალიტეტში, ცოლად შერთვის მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს 2003 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს და ავტომანქანით წალკის მიმართულებით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გავლით წაიყვანეს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.