10, ნოემბერი 2019 12:24:00
89 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძე, რომელიც სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, ხშირად წერს თავისუფლებაზე და აკრიტიკებს მათ, ვისაც განსხვავებული აზრის ჩახშობა სურს, ფილმის ,,და ჩვენ ვიცეკვეთ” ხმაურიან კინოპრემიერას ეხმაურება.
„ვუყურებ კინო „ამირანთან განვითარებულ მოვლენებს და ჟრუანტელი მივლის, ნუთუ ამდენი მე-19 საუკუნეში ჩარჩენილი ხალხი არსებობს კიდევ? ნუთუ ერთი კინოფილმი ისე საშიშია მათთვის, რომ ასეთი ამბავი ატეხეს? გასაგებია, „ქართულ მარშს მეტს ვერ მოთხოვ, მათი გონება ჯერ ვერ დაეწია თანამედროეობას. მე უბრალოდ მაინტერესებს, მათ შორის ახალგაზრდები როგორ მოხვდნენ? ან რას ფიქრობენ ისინი? სირცხვილია, ხელოვნების ნიმუში ვერ დააფასო, როცა მსოფლიო აფასებს" - წერს ბლოგერი.
მანამდე ლამარა აბჟანდაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სიამოვნებით უყურებდა.