03, მაისი 2017 17:12:00
კიდევ ერთი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა დღეს ერისთავისა და დემეტრე თავდადებულის ქუჩების კვეთაში. ერთმანეთს BMW-სა და ფორდის მარკის ავტომობილები შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი პირი მსუბუქად დაშავდა. შემთხვევა ქვეითთა გადასასვლელთან მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მიზეზი სისწრაფის გადაჭარბება იყო. ადგილობირვები იმასაც ამბობენ, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევბი ხშირია. ისინი ტერიტორიაზე შუქნიშნების მონტაჟსაც ითხოვენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობისა და უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც სხეულის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.