12, დეკემბერი 2019 21:05:00
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა. მათ შორის ქართული ოცნების დეპუტატებმა ქვეყნის საბოლოო ინსტანციაში უვადოდ გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე განაწესეს. 20 კაციანი სიიდან ზაზა თავაძემ საკუთარი კანდიდატურა თავად მოხსნა, ხოლო დარჩენილ 19 კანდიდატს დეპუტატებმა კენჭი ინდივიდუალურად უყარეს. ახლად არჩეულმა მოსამართლეებმა კი პარლამენტის წინაში ფიციც დადეს.