18, თებერვალი 2020 18:55:00
ქობულეთში, სოფელ ლეღვაში მცხოვრებლები გზის მოწესრიგებას ითხოვენ. მოსახლეობის ინფორმაციით, წვიმის დროს გზაზე გადაადგილებას არსებული ორმოები ართულებს. ამბობენ იმასაც, რომ საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო დახმარების ბრიგადები პაციენტებამდე დროულად ვერ მიდიან. აღნიშნულ საკითხზე ქობულეთის მერიაში წერილობით განმარტეს, რომ გზაზე კონკრეტული მონაკვეთების დაზიანება ბოლო დღეებში განვითარებულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი უახლოეს დღეებში დაიწყება.