23, მაისი 2017 20:05:00
ბათუმში ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების ტექნიკური დათვალიერება მიმდინარეობს. მიკროავტობუსების მონიტორინგს ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ. შემოწმდება სატრანსპორტო საშუალების ვიზუალობა, სავარძლების რაოდენობა, მათ შორის დაშორების მანძილი და სხვა სტანდარტები, რაც აუცილებელია მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისათვის. მიკროავტობუსების შემოწმება ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში მძღოლები გაფრთხილებას მიიღებენ, გაუთვალისწინებლობის გამო კი, სამარშრუტო ხაზიდან მოიხსნებიან. დღეისათვის ქალაქის ტერიტორიაზე 424 მიკროავტობუსი მოძრაობს. მათ ტექნიკურ დათვალიერებას ბათუმის მერია ყოველწლიურად ახორციელებს.