19, იანვარი 2017 08:14:00
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში რეორგანიზაცია დაიწყო. მინისტრის განმარტებით, რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება სოფლის განვითარების დეპარტამენტი, ექსტენციის , საინვესტიციო, პოლიტიკის განვითარების და შესრულების, მონიტორინგის განყოფილება. ლაშა კომახიძის განმარტებით, ეს ის ერთეულებია რომელთა ფუნქციონირება სოფლის მეურნეობის სტრატეგიისათვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. მისივე თქმით, რეორგანიზაცია და ახალი განყოფილებების შექმნა, სწორედ სამინისტროს 2017-2020 წლების სტრატეგიული დოკუმენტის ნაწილია. თუ ახალშექმნილ სტრუქტურასა და ძველს შორის ფუნქციური მსგავსება იქნება, მინისტრი თანამშრომლების შემცირებას არ გამორიცხავს.