23, ივნისი 2020 21:15:00
რამდენად რთულია კრიზისულ პერიოდში, იმ ფონზე, როცა შემოსავალი თითქმის ყველა ოჯახს შეუმცირდა და ბევრმაც დაკარგა, გამოიჩინო მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და გაიზიარო სხვისი გასაჭირი? მაცნე დღეს ასეთი ადამიანების მაგალითებზე გიამბობთ. გვანცა ანტონიანი, ირმა ხალვაში და სოფო ანანიძე- მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი სიკეთით ბევრი თანამოქალაქელის დახმარება შეძლეს.
გვანცა ანტონიანი ერთ-ერთი სასტუმროს პიარ-მენეჯერია იყო. სამსახური პანდეემიის მიზეზით დაკარგა. უხელფასოდ დარჩენის არ შეშინებია,რადგან სამსახურის პარალელურად, დამატებით შემოსავალს საკუთარი უძრავი ქონების გაქირავებითაც იღებდა. მიუხედავად იმისა,შემოსავალი შეუმცირდა და არავინ იცოდა, როდემდე შეიძლებოდა გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობა,ქირის აღებაზე უარი მაინც მალევე თქვა. გვანცა იმ ერთეულებს შორის აღმოჩნდა,რომელმაც სხვისი მდგომარეობა, ყველაზე კრიზისულ თვეებში,გადასახადისგან გაათავისუფლა.
ქუჩაში დარჩენისა და სიღატაკისგან იხსნა ოჯახი ირმამაც.მიუხედავად იმისა,რომ ორი სტუდენტი ჰყავს, არ უფიქრია ესარგებლა იმით, რომ ოჯახს,რომელიც საკუთარ ბინაში ქირით ცხოვრობს, შეეძლო ვალდებულებისგან არ გაეთავისუფლებინა. ოჯახს,რომელზეც ბინა აქვს მიქირავებული,გადასახადი ორი თვით გაუუქმა.
შესაძლოა, მსგავსად ადამიანების ხელშეწყობისა კიდევ ბევრს სურდა,თმცა ბევრისთვის,არა მხოლოდ საგანგებო რეჟიმის მოქმედების ვადაში, თვიდან-თვემდე თავის რჩენის ერთადერთი საშუალება საცხოვრებლის გაქირავებით მიღებული ფულია. დანაზოგის და ალტერნატიული შემოსავლის გარეშე დარჩენილმა ჩვენმა კიდევ ერთმა სიუჟეტის გმირმა, იმისთვის, რომ სხვას დახმარებოდა, გამოსავალი მაინც იპოვა, სოფო ანანიძე თავის დიასახლისს განახევრებულ ქირას უხდიდა.
სოციალური პასუხისმგებლობის მსგავსი მაგალითები ცხადია კიდევ იქნება და თან არც თ ისე ცოტა, თუმცა გაცილებით ბევრი და შესაბამისად იოლია ისეთი ოჯახების პოვნა, რომელმაც სწორედ პანდემიის მიზეზით შექმნილი კრიზისის შემდეგ ვეღარ შეძლეს ქირის გადახდა და ღეს ფაქტიურად ღია ცის ქვეშ ცხოვრობენ.