16, ივნისი 2017 20:30:00
„საზმაუ ჩვენია“ - საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან დღეს აქცია გაიმართა. პროფკავშირების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები რამდენიმე გადაცემის დახურვას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეების თქმით, „წითელი ზონა“, „ინტერვიუ სალომე ასათიანთან“, „ვექტორი“ და სხვა გადაცემები საზოგადოების ინტერესებს ემსახურება და მათი დახურვა დაუშვებელია. აქციის მონაწილეებმა სპეციალურ მიმართვას მოაწერეს ხელი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაეგზავნება.