28, ოქტომბერი 2020 17:06:00
აჭარის უამაღლესი საბჭოს არჩევნებს 5 სადამკვირვებლო ორგანიზაცია დააკვირდება. ესენია, "მშვიდობა, თანადგომა სოლიდარობა", "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი", "რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება " და "ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო". ჯამში, 120 მაკონტროლებელი პირი დააკვირდება საარჩევნო პროცესს. უსკოში ამბობენ, რომ პანდემიის მიზეზით, წელს, პირველად, აჭარის არჩევნებში, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა.