28, ოქტომბერი 2020 20:06:00
ზუსტად 3 დღეში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებია. 31 ოქტომბრის კენჭისყრით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსა და აჭარის უმაღლეს საბჭოს დავაკომპლექტებთ. აჭარაში პროცესის გაჭვირვალობისთვის, მას 5 სადამკვირვებლო კომისია დააკვირდება.
"მშვიდობა, თანადგომა სოლიდარობა", "კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრი", "რეგიონალური კორუფციასთან ბრძოლის ცენტრი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება " და "ახალგაზრდული უმაღლესი საბჭო" - ეს იმ ადგილობრივი ორგანიზაციების ჩამონათვალია, რომლებიც, 31 ოქტომბერს, საარჩევნო პორცესს დააკვირდებიან.
ცესკოსა და უსკოში რეგისტრირებული ხუთ სადამკვირვებლო ორგანიზაცია, კენჭისყრის დღეს ჯამში 120 მაკონტროლებლით იქნება წარმოდგენილი. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ, ისინი დააკვირდებიან ხმების დათვლის პროცესსაც.
გადასატან ყუთებზე საკუთარი დამკვირვებლების მივლენას აპირებს " კორუფციასთან ბრძოლის რეგიონალური ცენტრი". აქ ამბობენ, რომ გარდა საარჩევნო პროცესისა, ისინი დააკვირდებიან, რამდენად იქნება დაცცული პანდემიის მიზეზით დაწესებული რეგულაციები.
განსხვავებით გასულ წლებში ჩატარებული არჩევნებისგან, 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აჭარაში არ დააკვირდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები.