30, ოქტომბერი 2020 15:48:00
ცენტრალური საარჩევნო კომისია, საზოგადოების დროული ინფორმირების მიზნით, 31 ოქტომბერს, საინფორმაციო ხასიათის ბრიფინგს ყოველ ორ საათში გამართავს. პირველი ბრიფინგი, დილის ცხრის ნახევარზე შედგება. გამონაკლისი იქნება დღის შემაჯამებელი განცხადება. ექვსის ნახევრის შემდეგ, მომდევნო ბრიფინგი, ცხრის ნახევარზეა ჩანიშნული, თუმცა განრიგი, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა შეიცვალოს. კენჭისყრის დღეს, დილის შვიდი საათიდან, 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს როგორც კომისიის სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი ისე ონლაინ ჩატი. დაკავშირება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება. ცესკოს საინფორმაციო ხაზის ნომერია - 032 51 00 51.
საათიანი შუალედებით გაიმართება ხვალ ბრიფინგები უმაღლეს საარჩევნო კომისიაშიც. პირველი განცხადება აქ დილის 9 საათზე გაკეთდება. გარდა ამისა, არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნდება კომისიის ვებ-გვერდსა და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ინფორმაციას ამომრჩეველი მიიღებს უსკოს ცხელი ხაზის საშუალებითაც, ნომერზე - 0 800 00 00 10.