20, იანვარი 2021 21:30:00
არაერთხელ გაყიდული, თუმცა დღემდე რეაბილიტაციის მოლოდინში არსებული გოგირდის აბანოები მახინჯაურში. იმის გამო, რომ პროეტქი დღემდე განუხორციელებელია, რეგიონი, სამედიცინო ტურიზმის კუთხით, მნიშვნელოვან რესურსს კარგავს. ახალმა კომპანიამ, რომელმაც აბანოები უნდა აღადგინოს, ტერიტორია აუქციონით 2016 წელს შეიძინა, თუმცა პრიობების მიხედვით, მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და 2022 წლის თებერვალში დასრულდეს. ეს წლები კომპანიამ ყოფილი სანატორიუმ-მზიურის ტერიტორიაზე მრავალფუნქციურ კომპლექსის მშენებლობისთვის გამოიყენა, რომელიც პირობების შემადგენელი ნაწილი იყო.
რამდენჯერმე მოსული ინვესტორი და ისევ საჭირო ინფრასტრუქტურის გარეშე დარჩენილი გოგირდის აბანოები მახინჯაურში. მრავალფუნქციური კომპლექსის მოლოდინში, დღეს, მსურველები, სამკურნალო წყლით, საერთოდ ვეღარ სარგებლობენ. ტერიტორია რკინის ღობითაა შემოსაზღვრული.
ობიექტი, თავისი ავარიული შენობით, სადაც მომსახურება ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო, პირველად 2006 წელს გასხვისდა. ნიდერლანდებში, ერთი კვირის რეგისტრირებული კომპანიისთვის, აჭარის მთავრობის მიერ წაყენებული 21 პუნქტიდან, ინვესტორმა მხოლოდ ერთი შეასრულა, ბათუმში, სასტუმრო "რედისონ ბლუ" ააშენა. შეუსრულებელი პირობის გამო იგი მთავრობამ უკან დაიბრუნა, ცნობილი აბანო კი რეაბილიტაციას, მთელი თავისი ინფარსტრუქტურით დღემდე ელოდება.
სოფლის მეურნების ყოფილი მინისტრის და ახალა უკვე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, ტიტე აროშიძის, ეს ინტერვიუ 2017 წლით თარიღდება. მაშინ იგი "დემოკრატიის ინსტიტუტს" წარმოადგენდა. დღეს ტონი ცოტათი შერბილებული აქვს.
ვერ განხორციელებული ინვესტიციის შემდეგ, აჭარის მთავრობამ მისი გაყიდვა მეორედ, უკვე 2016 წელს შეძლო. აუქციონის გზით, მისი ახალი მფლობელი "მრმუ ჯორჯია" გახდა. ობიექტის მშენებლობა წელს უნდა დაიწყოს და 2022-ში ჩაბარდეს.
ისევე როგორც წლების წინ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დღესაც ფიქრობენ, რომ ინვესტიციის განხორციელება კორუფციულ გარიგებების გამო ჭიანურდება.
ოპონენტების ბრალდებას, კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით, აჭარის მთავრობამ დღეს არ უპასუხა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ინვესტორ კომპანიას სამუშაოებისთვის წინ ერთწლიანი ვადა აქვს.