18, თებერვალი 2021 11:31:00
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ახლა გაერთიანებული ოპოზიცია „ქართული ოცნებისგან" ახალ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
ხელისუფლების ოპონენტი მხარეებს შორის სასწრაფოდ შეხვედრის აუცილებლობას ხედავს.
"გახარიას 20 ივნისთან დაკავშირებით, საკმაოდ პოლიტიკური და არაპოლიტიკური ცოდვაც აქვს. ბუნებრივია, ამ ლაქას ის ვერასოდეს ჩამოირეცხავს, მაგრამ ის, რომ ბატონი გახარია დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, ისაა, რომ პრაქტიკულად მან აღიარა, აქ სისხლის ღვრა იქნებოდა და ძალადობა. რა თქმა უნდა, ეს ნაბიჯი დასაფასებელია, მაგრამ ეს საქმეს არ უშველის. საქმეს ახლა უშველის სწრაფი მოქმედება - სასწრაფოდ საერთო ოპოზიციური მოძრაობა შეხვედრას ვითხოვთ, ჩვენი პარტნიორი ელჩების თანამონაწილეობით რეჟიმის წარმომადგენლებთან, მხოლოდ და მხოლოდ ერთ საკითხთან დაკავშირებით - ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - აღნიშნა მელიამ.