18, მარტი 2021 21:59:00
საქართველოში შესაძლოა, ვაქცინაციის პროცესი შეჩერდეს. მიზეზი ახალციხის მუნიციპალიტეტში მომდარი შემთხვევა გახდა. ჯანდაცვის სანისტროს ცნობით, გადაწყვეტილება ექსპერტთა ჯგუფი მიიღებს, რომელიც უკვე საკითხზე მსჯელობს. ახალციხეში, ერთ-ერთ კლინიკაში, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების შემდეგ ექთანი შეუძლოდ გახდა. იგი ამ დროისთვის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. რატომ დამძიმდა ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ზუსტი პასუხი უცნობია. ამირან გამყრელიძის თქმით, ვაქცინაციის პროცესში პირველი სერიოზული გვერდითი რეაქციაა დაფიქსირებული. მისი განმარტებით, ყველაზე სერიოზული გვერდითი რეაქციაა ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-30 წუთში ან ცოტა მოგვიანებით ვლინდება. მომხდარს კლინიკაში ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. ახლობლებმა შენობის მინები ჩაამტვრიეს. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებულნი.