06, მაისი 2021 21:45:00
საკვები-პროდუქტების რეალიზება არასათანადო პირობებში და დარღვეული ჰიგიენური ნორმები სხვადასხვა სავაჭრო ობიექტზე. მათგან ერთ-ერთი ბათუმის აგრარული ბაზარია, სადაც პრობლემა წლებია არსებობს და ვითარება უკეთესობის ნაცვლად, უარესობისკენ იცვლება. მდგომარეობა რომ არაჰიგიენურია, ეს მოვაჭრეებმაც იციან, თუმცა კითხვაზე, თუ რატომ არ იცავენ წესებს? პასუხის გაცემა უჭირთ. სალომე უსტალიშვილი გიამბობთ.
ანტისანიტარია, მტვერი, გასაყიდი ხორცი მაცივრის გარეშე- ეს, ვითარება ბათუმის, აგრარულ ბაზარშია. მოვაჭრეები პროდუქციას ის ეყიდიან, რომ უსაფრთხოების ნორმებს არ იცავენ, აქ გასაყიდ საქონელზე, ვერც ვადების მაჩვენებლს იპოვით და ვერც პროდუქტის წარმომავლობის შესახებ ინფორმაციას.
წესებს,რომაღრვევენიციან, თუმცა,რატომ არ იცავენ ჰიგიენურ ნორმებს პასუხი არ აქვთ. მოვაჭრეების ნაწილი გვიმტკიცებს, რომ ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ ჩვენ მიერ გადაღებული ეს კადრები საპირისპიროს მოწმობს.
უფრო ცუდი ვითარება, რძის ნაწარმის სექციაშია.აქ, დახლებზე პროდუქტი მაცივრის გარეშეა, უფრო მეტიც მოვაჭრეები გასაყიდ საქონელს მტვერსგანაც კი არ იცავენ.
ქვეყანაში, არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა სადაო არავისთვისაა, თუმცა, ფაქტია, რომ მომხმარებელთა ინტერესებიც გასათვალისწინებელია. რამდენად უსაფრთხოა ამ მდგომარეობაში შეძენილი საკვები პროდუქტი მათი ჯანმრთელობისთვის? თვითდასაქმებულები ამბობენ, რომ შესაბამის ნორმებს იცავენ, რეალობა კი ასეთია.
რამდენად მიზანშეწონილკია ასეთ გარემოში საკვები პროდუქტების გაყიდვა? შემთხვევითშერჩევითობისპრინციპით, გამოკითხულიმოქალაქეებისგანიდენტურიპასუხებიმივიღეთ, ყველაერთხმადთანხმდება, რომმდგომარეობაკატასტროფლია.
აგრარულ ბაზარში, მოვაჭრეებმა, დახლების დასუფთავება“მაცნეს“ გადამღები ჯგუფის გამოჩენის მერე დაიწყეს. ფაქტია, რომ პრობლემა წლებია არსებობს, თუმცა ადმინისტრაცია მის მოგვარებაზე არ ზრუნავს. დირექტორთან დაკავშირება “TV25”-მა მთელი დღის განმავლობაში ვერ მოახერხა.