14, მაისი 2021 21:45:00
ხარვეზები პირველკლასელთა რეგისტრაციაში. პრობლემა ყოველწლიურად იქმნება, თუმცა რეაგირება მაინც არ ხდება. საქმე იმაშია, რომ მშობლები, შვილებს, სასურველ სკოლებში ვერ არეგისტრირებენ. მიზეზად შევსებულ ადგილებს უსახელებენ. აჭარის განათლების სამინისტროში ფაქტს, არასაკმარისი სასწავლო დაწესებულებებით ხსნიან. მაია ხაჯიშვილმა მხოლოდ იმის თქმა შეძლო, რომ განათლების გარეშე არცერთი მოსწავლე დარჩება.
ინგა კეკელიძე, ერთ-ერთია იმ ასობით მშობელს შორის, რომელმაც პირველკლასელი შვილის დასარეგისტრირება, სასურველ სკოლაში ვერ შეძლო. რეგისტრაცია დილის ცხრა საათზე დაწიყო, თუმცა, ამბობს,რომ დაახლოებით ორი საათის ინტერვალში, ქალაქის ტერიტორიაზე, არსებული ყველა სასწავლო დაწესებულება, უკვე შევსებული იყო. შვილის მიყვანა, მეთვრამეტე საჯარო სკოლაში სურდა, ერთადერთი თავისუფალი ადგილი კი, მახინჯაურში არსებულ საჯარო სკოლაში იყო.
ინგას, მსგავსად პრობლემის წინაშე, მეგი შაინიძეც აღმოჩნდა. შვილის რეგისტრაცია, მეოთხე სკოლაში, სურდა, თუმცა, ხელვაჩაურში არსებულ ოცდამეექვსე სკოლაში მოხვდა. მეგი, სოციალურად დაუცველია. ამბობს, რომ ყოველდღიური ტრანსპორტირებისთვის თანხა არ აქვს და ეჭვიბს,რომ განათლების სამინისტრო შესაბამის დახმარებაზე არც იზრუნებს.
კიდევ ერთი მშობელი, რომელმაც ქალაქის ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლაში შვილის რეგისტრაცია ვერ შეძლო, იძულებული გახდა ბავშვი კერძო სკოლაში მიეყვანა.
პრობლემის შესახებ ხშირად საუბრობენ სოციალურ ქსელშიც:
ვაიმე არ გამახსენოთ გუშინდელი დღე.
სად მოხვდა?
ხელვაჩაურში.
ხოდა ახალშენიდან და მახინდაურიდან ქალაქის სკოლებში, ეს სამართალია? ერთი დიდი ბომბა უნდა შეუგდო განათლების მინისტრს.
იგივე სიტუაციაში ვარ. მერვე საჯარო სკოლთან ვცხოვრობ და ბავშვი მოხვდა მეცამეტე მთის ძირის ქუჩაზე (ურეხში) სამარცხვინოა, ასეთი ჯანონის მიღება, მეტი არაფერი. ხელვაჩაური, ახალსოფელი, ახალშენი, გონიო, მახო და ერგე უნდა ატარებდეს ქალაქის სკოლაში? ადგილობრივები ვრჩებით ჰაერში.
ეს, მხოლოდ მცირე ამონარიდია იმ კომენტარებიდან, რომლებიც სხვადასხვა სოციალურ ქსელებში იწერება. პრობლემაზე საუბრობენ განათლების ექსპერტებიც, ნაილე ჩავლეიშვილი ამბობს, რომ განათლების სამინისტრომ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ბავშვის რეგისტრაცია, მისამართების მიხედვით უნდა მოხდეს.
საკითხს იცნობს, აჭარის განათლების მინისტრიც. მაია ხაჯიშვილი,მოუგვარებელ პრობლემას, საჯარო სკოლების ნაკლებობით ხსნის და ორწმუნება, რომ სამომავლოდ, მსგავს სიტუაციაშ,ი არცერთი მშობელი აღმოჩნდება.
პირველკლასელთა, რეგისტრაცია გუშინ დაიწყო და ხუთ ივნისამდე გაგრძელდება, თუმცა, გაურკვევევლია, რის მომცემია, თითქმის, ერთ თვიანი ვადა პროცესისთვის, როცა სასურველ სკოლებში შვილის დარეგისტრირებას მშობლები მეორე დღიდანვე ვეღარ ახერხებენ.