17, მაისი 2021 17:39:00
პეტრას ციხე ვიზიტორებისთვის, 18 მაისს, ოფიციალურად გაიხსნება. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მის დათვალიერებას მოქალაქეები გახსნის დღეს უფასოდ შეძლებენ. 19 მაისიდან კი, ბილეთის ფასი 1-დან 5 ლარამდე ეღირება. შეგახსენებთ, არქეოლოგიური კომპლექსის ტერიტორია, ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, მნახველებისთვის 2019 წლის 12 აგვისტოდან დაიკეტა. პროექტისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან, 2 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.